Thursday, November 28, 2013

პრეზენტაცია

ეს  არის ჩემი  მეორე პოსტი.

გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის თემა
მჟავების ქიმიური თვისებები
სწავლების საფეხური /კლასი / დისციპლინა
საბაზო / მე –9  კლასი / ქიმია
მოსწავლეთა  რაოდენობა 
12
აქტივობები , მათი მიზნები და მისაღწევი შედეგი
კითხვა – პასუხი  (მიზანი – წინარე ცოდნის   გააქტიურება)  7 წთ
ლაბორატორიული  ცდა  (მიზანი) – მოსწავლეები  გაიგებენ , რომ მჟავების  აღმოჩენა    ინდიკატორ  ლაკმუსითაა  შესაძლებელი ) 3 წთ ვირტუალური  ლაბორატორიის  გამოყენება (მიზანი) – გაეცნონ  მჟავების ქიმიურ  თვისებებს ექსპერიმენტის  საშუალებით.
ექსპერიმენტის  გაანალიზება (მიზანი) –კვლევის, ლოგიკური აზროვნების უნარის განვითარება . (15 წთ)
წერითი  სავარჯიშოს  შესრულება (მიზანი) – მიღებული ცოდნის განმტკიცება , ყურადღების კონცენტრირება ახალი მასალის ძირითად  საკითხზე (10 წთ)
შედეგები: მოსწავლეები ასახელებენ მჟავებს, აღწერენ მათ ფიზიკურ  თვისებებს. ინდიკატორით აღმოაჩენენ მჟავებს.შეძლებენ  მსჟელობას მჟავების ქიმიურ თვისებებზე . დაწერენ შესაბამისი რეაქციების  ტოლობებს
ესგ  განსაზღვრული  მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები

ქიმ. IX. 5    მოსწავლეს  შეუძლია მეტალთა  და  არამეტალთა თვისებების  კვლევა.
 მოსწავლე  იყენებს  მიღებულ  ცოდნას და გამოთქვამს  ვარაუდს უცნობი  მჟავის და ფუძის  ურთიერთქმედების  პროდუქტების  შესახებ.
თანმიმდევრობა                    

ვაცნობ       მოსწავლეებს  გაკვეთილის  თემას , მიზანს. ვაკეთებ  მოკლე შესავალს    შესასწავლი   თემის ირგვლივ , თან   კითხვა – პასუხის  რეჟიმში მოსწავლეებს   საშუალება   ეძლევათ   გაიხსენონ  მჟავები, მათი დასახელება და  ა.შ.  ვაჩვენებ  მჟავათა  კოლექციას და  ვაცნობ  მათი შენახვის  წესებს. ინდიკატორ  ლაკმუსის  საშუალებით ვიკვლევთ მჟავის  აღმომჩენ თვისებებს.  ვირტუალური  ლაბორატორიის  გამოყენებით მოსწავლეები  გაეცნობიან მჟავების  ქიმიურ  თვისებებს. (რეაქცია  ფუძე ოქსიდებთან, ფუძეეთან, მეტალებთან) აქ მოსწავლეებს შეუძლიათ  გამოთქვან  ვარაუდი  რეაქციის შესაძლო  პროდუქტების  შესახებ.
მასწავლებლის დახმარებით  მოსწავლეები  წერენ  თითოეული  რეაქციის  ამსახველ  ტოლობებს.
მოსწავლეები   ინდივიდუალურად  ასრულებენ  წერით სავარჯიშოს  ,,ვინ უფრო  სწრაფად"
შეფასება                      

ინდივიდუალური.(  შეფასების  ცხრილი  თან  ახლავს.)
საკლასო მენეჯმენტი /
საგანმანათლებლო  რესურსები                      
ინდივიდუალური ,  საერთო  საკლასო. ქიმიური ჭურჭელი , ინდიკატორი. პროექტორი ,  კომპიუტერი, სახელმძღვანელო
           

  



შეფასების სქემა
(საკლასო დავალების მიხედვით)

კრიტერიუმები
დაბალი 1–2
საშ.დაბალი 3–4
საშუალო
5–6
საშ. მაღალი
7–8
მაღალი
9–10
საგაკვეთილო
პროცესში ჩართულობა
არ ერთვება
საგაკვეთილო
პროცესში ,მისი აქტივობა ხელისშემშლელია
უჭირს საგაკვეთილო პროცესში ჩართვა, სუსტად არის
მომზადებული
ერთვება საგაკვეთილო
პროცესში. ცდილობს საკლასო დავალების შესრულებას.
აკლია მომზადება
აქტიურად ერთვება საგაკვეთილო
პროცესში.
ასრულებს საკლასო დავალებას
ავლენს სათანადო მომზადებას

აქტიურად ერთვება საგაკვეთილო
პროცესში.
საკლასო დავალებას უშეცდომოდ
ასრულებს
დაკვირვება ექსპერიმენტზე, სქემებზე და დასკვნის გამოტანა
მოუმზადებელია,
ვერ გამოაქვს დასკვნები დაკვირვების შედეგად
დაკვირვების შედეგად მიღებული  დასკვნა მხოლოდ ნაწილობრივ
პასუხობს
საკითხს
აკლია მომზადება, რაც ხელს უშლის
სრულყოფილი დასკვნების გამოტანაში
აქვს სათანადო მომზადება, აკვირდება მონაცემებს და გამოაქვს ლოგიკური დასკვნები
შეუძლია დაგეგმოს და ჩაატაროს ექსპერიმენტი, გაანალიზოს შედეგები და გამოიტანოს დასკვნა
მსჯელობა
ვერ გამოთქვამს აზრს მოცემულ საკითხზე
მსჯელობს გაუგებრად, საკითხი ესმის ზერელედ
მსჯელობს და ავლენს ზოგადად საკითხის ცოდნას, მაგრამ უშვებს შეცდომებს
მსჯელობს ლოგიკურად, გასაგებად გადმოსცემს საკითხის არსს
აანალიზებს და მსჯელობს ლოგიკურად, გამოთქვამს ვარაუდებს და აკეთებს სწორ პროგნოზებს